თავში

იაპონიაში ფრინველის გრიპის გამო 12 ათას ბატს დახოცავენ

იაპონიაში ფრინველის გრიპის გამო 12 ათას ბატს დახოცავენ
იაპონიაში ფრინველის გრიპის გამო 12 ათას ბატს დახოცავენ

იაპონიაში, ფრინველის გრიპის ახალი აფეთქების გამო, 12 000 ბატს დახოცავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაავადება ტიბის პრეფექტურის ქათმის ფერმაში აღმოაჩინეს. აღინიშნა, რომ თვითონ ფერმაში 6 ათასი ფრინველი დაიხოცება.

იანვრის დასაწყისში, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, გიფუს პრეფექტურაში ფრინველის გრიპი დაფიქსირდა. ინფექციის მთავარი კერა გამოვლენილია ქალაქ მინოკამოში არსებულ ფრინველის ფერმაში. სამინისტროს ცნობით, ფრინველის გრიპით ადამიანის ინფიცირება ფრინველის ან კვერცხის ჭამის შედეგად გამორიცხულია.

შეგახსენებთ, რომ პირველად ფრინველის გრიპის აფეთქება ნოემბერში, კაგავას პრეფექტურაში, კუნძულ სიკოკუსში დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system