თავში

იაპონიაში ჰარი პოტერის პარკს ააშენებენ

​იაპონიაში ჰარი პოტერის პარკს ააშენებენ
იაპონიაში ჰარი პოტერის პარკს ააშენებენ

იაპონიაში ჰარი პოტერის ფილმების მოტივებზე თემატურ პარკს ააშენებენ. ტოკიოში მდებარე ატრაქცია 2023 წლისთვის გაიხსნება. BBC-ის ინფორმაციით, ეს მსოფლიოში მეორე პარკი იქნება, რომელიც ცნობილ ახალგაზრდა ჯადოქარს ეხება.

"თემატური პარკი "Warner Bros. Studio Tour Tokyo — The Making of Harry Potter" მსოფლიოში მეორე იქნება, ანალოგიური ატრაქციონი დიდ ბრიტანეტში არსებობს. ვიზიტორები იხილავენ დეკორაციებს, კოსტიუმებს და რეკვიზიტს, რომელიც გადაღებებიდან ჩემორჩა. პარკში საგის სხვადასხვა სცენები და ეპიზოდებიც გაცოცხლდება", - წერს BBC.

ჰარი პოტერის პარკი გასართობი სივრცის, ტოჩიმაენის ტერიტორიაზე განთავსდება, რომელიც აგვისტოს ბოლოს დაიხურება.

BBC აღნიშნავს, რომ ლონდონის შემოგარენში მდებარე თემატური პარკი, რომელიც ჰარი პოტერზე ისტორიების მოტივებზეა შექმნილი, ტურისტებში გრანდიოზული პოპულარობით სარგებლობს. 2012 წელს გახსნის დღიდან ის 14 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა.

გამოცემა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიის ტურისტული ინდუსტრია ძალიან დაზარალდა. განსაკუთრებით ეს შეეხო ტოკიოს, სადაც 2020 წელს ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები უნდა ჩატარებულიყო.

"ჰარი პოტერის პარკი, დროთა განმავლობაში, იაპონიის ტურისტული ბაზრის აღდგენას შეუწყობს ხელს", - წერს BBC.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system