თავში

იაპონიაში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც უსინათლოებს გზის გადაკვეთაში დაეხმარება

იაპონიაში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც უსინათლოებს გზის გადაკვეთაში
იაპონიაში შექმნეს აპლიკაცია, რომელიც უსინათლოებს გზის გადაკვეთაში დაეხმარება

იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ (JNPA) ქვეყნის მასშტაბით სმარტფონებისთვის ახალი აპლიკაციის დანერგვა დაიწყო, რომელიც უსინთლოებსა და მხედველობადაქვეითებულ ადამიანებს შუქნიშნის ფერის შესახებ აცნობებს, რადგან გზა უსაფრთხოდ გადაკვეთონ.

ქვეყანას 2000 შუქნიშანზე აღნიშნული მოწყობილობის დაყენება 24 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ფეხით მოსიარულეები, რომლებმაც თავიანთ სმარტფონებში პროგრამა "Shin GO!" გადმოწერეს, შუქნიშანთან ყოფნისას მიიღებენ ხმოვან შეტყობინებას, რომელი ფერის შუქია ჩართული და შესაძლებელია თუ არა გზის გადაკვეთა.

ოფიციალური მონაცემებით, იაპონიაში უსინათლოები მოსახლეობის პრეტენზიებისგან თავის ასარიდებლად გვიან ღამით ან დილით ადრე გადიან ქუჩებში და ჩუმ ვითარებაში კვეთენ გზებს, რის გამოც უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება. მთავრობას იმედი აქვს, რომ ახალი მოწყობილობები ამ პრობლემას მოაგვარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system