თავში

იაპონიაში სიცხეში ქუჩაში პირბადეების მოხსნისკენ მოუწოდებენ

​იაპონიაში სიცხეში ქუჩაში პირბადეების მოხსნისკენ მოუწოდებენ
იაპონიაში სიცხეში ქუჩაში პირბადეების მოხსნისკენ მოუწოდებენ

იაპონიის გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, სიცხეში ქუჩაში პირბადეები მოიხსნან. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება.

ქვეყანაში ახლა ტემპერატურა იწევს. გიფუს პრეფექტურაში ჰაერი +32°С-მდე გათბა, ფუკუშიმაში - +31°С-მდე, ტოკიოში +29,7°С ფიქსირდება. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა დღის განმავლობაში კიდევ აიწევს.

ამასთან დაკავშირებით, სპეციალისტები პირბადეში ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავების, მეტი სითხის მიღების რეკომენდაციით გამოდიან, ასევე მოსახლეობას ურჩევენ, ქუჩაში ნიღაბი მოიხსნან, თუკი ადამიანებს შორის სათანადო დისტანცია უზრუნველყოფილია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system