თავში

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა
იაპონიაში ტაიფუნის შედეგად 36 ადამიანი დაშავდა

ტაიფუნმა „ჰაიშენმა“ იაპონიას გადაუარა და ახლა სამხრეთ მიემართება. იაპონიის ჩრდილო-დასავლეთით 36 ადამიანი დაშავდა. განსაკუთრებით დაზარალდა კუნძულ კიუსუზე, ნაგსაკის, კაგოსიმასა და კუმამოტოს პრეფექტურაში მცხოვრები მოსახლეობა.

ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის გამო 440 000 ოჯახი დარჩა ელექტოენერგიის გარეშე, 800 000 ადამიანი გაარიდეს სტიქიის ზონას და დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს.

ტაიფუნის გამო იაპონიაში 300-ზე მეტი ავიარეისი გადაიდო.

ამ დროისთვის ტაიფუნი 40კმ/სთ სიჩქარით სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულისკენ მიემართება, ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 60კმ/სთ-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system