თავში

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გასული კვირის განმავლობაში წყალდიდობის შედეგად 66 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა  NHK იუწყება.

კუნძულ კიუსიუს მიდამოებში წვიმები ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. ძლიერი წყალდიდობაა კუნძულ ჰონსიუზეც.

სოფლის მეურნეობის, მეტყევეობისა და თევზაობის სამინისტროს შეფასებით, ამ დროისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზარალმა  109 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კუმამოტოსა და ოიტას პრეფექტურებში 4.3 ათასი ოჯახი წყლის გარეშეა დარჩენილი. 11 პრეფექტურაში, 12 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი მოვარდნილმა წყალმა გაანადგურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system