თავში

იაპონიაში ვაქცინაციის იმიტაცია ჩატარდება

იაპონიაში ვაქცინაციის იმიტაცია ჩატარდება
იაპონიაში ვაქცინაციის იმიტაცია ჩატარდება

იაპონიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის იმიტაცია ჩატარდება. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.

"ჩვენ შევაფასებთ, რამდენ ხანს გაგრძელდება ვაქცინაცია, რა წესები და განლაგებაა საჭირო მის ჩასატარებლად. ბოლოს ჩვენ შევატყობინებთ მუნიციპალიტეტებს იმიტაციის შედეგების შესახებ", - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

მან აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება ფართო ვაქცინაციის კამპანიისთვის მომზადების გეგმის ნაწილია, რომელიც თებერვლის ბოლოს არის დაგეგმილი.

ცნობილია, რომ იაპონიაში პირველად ვაქცინას ჩაიტარებენ სამედიცინო მუშაკები, შემდეგ 65 წელს გადაცილებული ადამიანები და ბოლოს ქრონიკული დაავადებების მქონდე პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system