თავში

იაპონიაში ვაქცინის 1 ათასზე მეტი დოზა გააფუჭეს

​იაპონიაში ვაქცინის 1 ათასზე მეტი დოზა გააფუჭეს
იაპონიაში ვაქცინის 1 ათასზე მეტი დოზა გააფუჭეს

იაპონიაში რეფრიჯერატორის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად კომპანია Pfizer-ის ათასზე მეტი დოზა გაფუჭდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, რეფრიჯირატორში ვაქცინის 172 ფლაკონი ინახებოდა, რაც 1 032 დოზისთვის იყო საკმარისი. ამჟამად უცნობია, რატომ გამოვიდა მწყობრიდან მოწყობილობა.

Pfizer-ის ვაქცინის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ ის ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ინახება.

ვაქცინაცია იაპონიაში 17 თებერვალს დაიწყო. პირველ ეტაპზე აცრას 4,7 მილიონი მედიკოსი გაიკეთებს. მეორე ეტაპზე ვაქცინაცია 65 წელს გადაცილებულ პირებს შეეხება, რომელთა რიცხვი ქვეყანაში 36 მილიონს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system