თავში

იაპონიის ახალი პრემიერი პირველ საგარეო ვიზიტებს ახორციელებს

​იაპონიის ახალი პრემიერი პირველ საგარეო ვიზიტებს ახორციელებს
იაპონიის ახალი პრემიერი პირველ საგარეო ვიზიტებს ახორციელებს

იაპონიის ახალმა პრემიერმა იოშიჰიდე სუგამ ვიეტნამთან სამხედრო, ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენის ფონზე.

მიმდინარე კვირაში სუგა პრემიერის რანგში პირველ საერთაშორისო ვიზიტებს ახორციელებს. პირველად იგი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის თავმჯდომარე ქვეყანას - ვიეტნამს ეწვია, საიდანაც ვიზიტს ინდონეზიაში გააგრძელებს.

სამხრეთ კორეის ზღვაში, სადაც ვიეტნამსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს ტერიტორიული დავა აქვთ, იაპონია დაძაბულობის განმუხტვისა და მშვიდობის შენარჩუნების ინიციატივით გამოდის.

ვიეტნამის პრემიერის ნგუენ სუან ფუკის განცხადებით, იგი მიესალმება თანამშრომლობის გაღრმავებას იაპონიასთან, რომელიც რეგიონული და გლობალური სტაბილურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია მსოფლიოში.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system