თავში

იაპონიის პრინცესა მაკო რიგით მოქალაქეზე გათხოვდება

​იაპონიის პრინცესა მაკო რიგით მოქალაქეზე გათხოვდება
იაპონიის პრინცესა მაკო რიგით მოქალაქეზე გათხოვდება
© GETTY IMAGES

მრავალწლიანი დავის შემდეგ, იაპონიის პრინცესა მაკო ამ თვეში რიგით მოქალაქეს, კომუროს გაჰყვება ცოლად, რის გამოც თავის სამეფო სტატუსს დაკარგავს. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.

იმპერატორის სასახლეში განაცხადეს, რომ ქორწილი 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.

წყვილი ჯერ კიდევ 2018 წელს უნდა დაქორწინებულიყო, თუმცა მაშინ ქორწილი გადაიდო, რადგან ნეფეს ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა.

მაკომ და კომურომ ერთმანეთი 2012 წელს ტოკიოს საერთაშორისო ქრისტიანულ უნივერსიტეტში გაიცნეს. 2017 წელს მათი ნიშნობა გაიმართა.

ქორწილის შემდეგ ისინი საცხოვრებლად აშშ-ში გადავლენ, სადაც კომურო იურისტად მუშაობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system