თავში

იაპონიის სანაპიროსთან 50-მეტრიანი უეკიპაჟო ნავი გამოჩნდა

​იაპონიის სანაპიროსთან 50-მეტრიანი უეკიპაჟო ნავი გამოჩნდა
იაპონიის სანაპიროსთან 50-მეტრიანი უეკიპაჟო ნავი გამოჩნდა

იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში, რომელიც იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, დაახლოებით 50 მეტრის სიგრძის დიდი გემი გამოჩნდა, რომელშიც ეკიპაჟი არ იმყოფებოდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ხომალდი ფოლადისგან არის დამზადებული. ის ნაწილობრივ დაჟანგულია. გემბანზე 10 საყრდენია დაყენებული, მათ შორის ბადეა გადაჭიმული.

ბორტზე ასევე წერია ნომერი 436.

გაზეთი Asahi ვარაუდობს, რომ გემი საზღვაო წვრთნების დროს სამიზნედ გამოიყენებოდა. იაპონიის სანაპირო დაცვა უამინდობის გამო გემთან მიახლოებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system