თავში

იაპონიის ზოოპარკიდან 70 მაიმუნი გაიქცა

​იაპონიის ზოოპარკიდან 70 მაიმუნი გაიქცა
იაპონიის ზოოპარკიდან 70 მაიმუნი გაიქცა

იაპონიაში, ჩიბას პრეფექტურაში, ქალაქ ფუციში, ტაკაგოიამას ზოოპარკის დროებითი ვოლიერიდან 70 იაპონური მაკაკა გაიქცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ზოოპარკის მმართველის თქმით, თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ ვოლიერში დიდი ხვრელია. მან აღნიშნა, რომ მაიმუნებმა ვოლიერის გასარღვევად გამოიყენეს ნივთი, რომელსაც მჭრელი ზედაპირი ჰქონდა. ზოოპარკში ვიდეოთვალთვალის სისტემა მთელ ტერიტორიას არ ფარავს, ამიტომ თანამშრომლებმა არ იციან, როგორ მოხდა ინციდენტი.

მომხდარის შესახებ პოლიციას ეცნობა. მაიმუნების მიერ ზარალის მიყენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შემოსულა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მაკაკებს ერიდონ. მათ დასაჭერად სპეციალური ღონისძიებები ტარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system