თავში

იაპონური ბარი ვიზიტორებს აკვარიუმში სვამს - PHOTO

​იაპონური ბარი ვიზიტორებს აკვარიუმში სვამს
იაპონური ბარი ვიზიტორებს აკვარიუმში სვამს - PHOTO

ტოკიოს ერთ-ერთ ბარში სტუმრებს აკვარიუმის ფორმის ეკრანებში სვამენ. ეს სიახლე განკუთვნილია მათთვის, ვისაც კორონავირუსის ეშინია. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.

ბარი Jazz Lounge En Counter კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა. საყოველთაო კარანტინის დროს ის არ მუშაობდა. ივნისში ბარი ისევ გაიხსნა, თუმცა მისი შემოსავალი 70-80%-ით შემცირდა.

"ჩვენ კლიენტების მოზიდვას ვცდილობთ. მათ COVID-19-ის ეშინიათ, ამიტომ ჩვენ სპეციალური დამცავი ეკრანები განვათავსეთ, რომლებიც აკვარიუმს ჰგავს", - ამბობენ დაწესებულებაში.

გამჭვირვალე აკრილის ეკრანები ჭერიდან ჩამოდის და ადამიანის თავსა და მხრებს მალავს. ისინი სოციალური დისტანციის არა მხოლოდ სტუმრებს შორის, არამედ პერსონალთანაც შენარჩუნებაში ეხმარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system