თავში

იემენის ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობის საწარმოს რაკეტა ესროლეს

​იემენის ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობის საწარმოს რაკეტა ესროლეს
იემენის ჰუსიტებმა საუდის არაბეთის ნავთობის საწარმოს რაკეტა ესროლეს

იემენის ჰუსიტებმა საუდის არაბეთის არაბულ-ამერიკული ნავთობკომპანის Aramco-ს საწარმოებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენლობამ განაცხადა. ინფორმაცია მათ "ტვიტერის" გვერდზე დაწერეს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ფრთოსანი რაკეტა გამთენიისას გაისროლეს, რომელიც მიზანში მოხვდა. სხვა დეტალები რადიკალური დაჯგუფების წევრებს არ დაუკონკრეტებიათ.

ოფიციალურ ერ-რიადს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

Saudi Aramco-ს ნავთობმომპოვებელი და საექსპორტო საწარმოები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, საპორტო ქალაქ ჯიდადან 1000 კილომეტრში მდებარეობს. ინფორმაცია სარაკეტო შეტევის შესახებ ჯერ არც თავად საერთშორისო კომპანიას დაუდასტურებია.

იემენში ჰუსიტების რადიკალური დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელთაც ირანი უჭერს მხარს, სამხედრო კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით უკვე 6 წელის იბრძვის.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system