თავში

იემენში 2 მილიონზე მეტ ბავშვს შიმშილი ელის - გაერო

იემენში 2 მილიონზე მეტ ბავშვს შიმშილი ელის - გაერო
იემენში 2 მილიონზე მეტ ბავშვს შიმშილი ელის - გაერო

2021 წელს იემენში 2,3 მილიონზე მეტ ბავშვის შიმშილი ელის, ვანაიდან 3,4 მილიარდი აშშ დოლარით განსაზღვრული ჰუმანიტარული რეაგირების პაკეტიდან  მხოლოდ 1,9 მილიარდი დოლარი დაფინანსდა. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

"მოხსენებაში ნათქვამია, რომ წელს 5 წლამდე ასაკის თითქმის 2,3 მილიონი ბავშვი საკვების გარეშე დარჩება. აქედან 400,000 ადამიანს მძიმე შიმშილი ელის და თუ მკურნალობას არ აღმოუჩენენ, შესაძლოა, გარდაცვალებით დასრულდეს", - განაცხადა დუჟარიკმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ანგარიში მომზადდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო საკვების პროგრამისა და ჯანმო-ს მიერ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system