თავში

იემენში მამაკაცმა ოჯახის 12 წევრი მოკლა

იემენში მამაკაცმა ოჯახის 12 წევრი მოკლა
იემენში მამაკაცმა ოჯახის 12 წევრი მოკლა

იემენის ქალაქ ელ-ბაიდაში მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე 12 ადამიანი, მათ შორის ცოლი და სამი შვილი მოკლა. ამის შესახებ ABC News წერს.

ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, 20 წლის მამაკაცი მეუღლის ოჯახში სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, რადგან მათ მესამე შვილი შეეძინათ. მამაკაცმა მეუღლესთან კონფლიქტის დროს ცეცხლსასროლი იარაღით ოჯახის 12 წევრი მოკლა და 4 ადამიანი დაჭრა. მოკლული ჩვილი სულ რაღაც 20 დღის იყო. ინციდენტის დროს დაშავდა 3 პოლიციელიც. 

უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცი, რომელმაც გაქცევა სცადა, ადგილზე იყო ლიკვიდირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system