თავში

იემენში საიდუმლო სამხედრო ბაზა აღმოაჩინეს

​იემენში საიდუმლო სამხედრო ბაზა აღმოაჩინეს
იემენში საიდუმლო სამხედრო ბაზა აღმოაჩინეს

იემენში, მაიუნის კუნძულზე გასაიდუმლოებული სამხედრო ბაზა აღმოაჩინეს, რომელიც რეგიონში საერთაშორისო ტვირთების გადაზიდვის მარშრუტზე მდებარეობს. ბაზა თავდაპირველად თანამგზავრული დაკვირვებით დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

სამხედრო ბაზა ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მდებარეობს. ჟურნალისტი ჯერემი ბინი, რომელიც აქტიურად იკვლევს ბაზის საკითხს, მიიჩნევს, რომ ის არაბთა გაერთიანებული საემიროების მიერ აშენდა, ჰუსიტებზე სამხედრო შეტევების მისატანად. 

უკვე მეშვიდე წელია მსოფლიოში ყველაზე ღარიბ არაბულ ქვეყანაში – იემენში, მიმდინარეობს სისხლიანი სამოქალაქო ომი აჯანყებულ ჰუსიტებსა და სამთავრობო ძალებს შორის. 2014 წლის სექტემბერში, ჰუსიტებმა საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარეს იემენის დედაქალაქი – სანაა და განაგრძეს წინსვლა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ადენის მიმართულებით. ამის საპასუხოდ, არაბულმა სახელმწიფოებმა, საუდის არაბეთის მეთაურობით, წამოიწყეს სამხედრო კამპანია, რათა დაემარცხებინათ ჰუსიტები და აღედგინათ იემენის მთავრობა. კონფლიქტი დღემდე მიმდინარეობს. ის რეგიონში ძირითადად განიხილება, როგორც მარიონეტული ომი საუდის არაბეთსა და ირანს შორის.

იემენის ჰუმანიტარული კრიზისი რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კრიზისად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system