თავში

სექტემბრისთვის ევროკავშირში ინფიცირების 90% "დელტა" იქნება

​სექტემბრისთვის ევროკავშირში ინფიცირების 90% "დელტა" იქნება
სექტემბრისთვის ევროკავშირში ინფიცირების 90% დელტა იქნება

აგვისტოს ბოლოს კორონავირუსის "დელტა" შტამის წილი ევროკავშირის ტერიტორიაზე ინფიცირებაში 90%-ს შეადგენს. ამის შესახებ ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრში განაცხადეს.

”არსებული სამეცნიერო მონაცემების საფუძველზე, ვარიანტი "დელტა" უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე სხვა ვარიანტები, რომლებიც ახლა ცირკულირებს და ჩვენ ვთვლით, რომ აგვისტოს ბოლოს მისი წილი SARS-CoV-2 ვირუსში, რომელიც ევროკავშირში ცირკულირებს 90% იქნება", - აღნიშნავენ ცენტრში.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ "დელტა" ფართოდ გავრცელდება ზაფხულში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ ვაქცინა. წინასწარი მონაცემებით, "დელტათი", შესაძლოა, დაინფიცირდნენ ადამიანები, ვისაც ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა აქვს მიღებული. ამასთან, არსებული ვაქცინების ორი დოზის მიღება ამ ვარიანტისა და მისი შედეგებისგან მაღალ დაცვას უზრუნველყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system