თავში

იერუსალიმში 2000 წლის წინ აშენებული დაკარგული ქუჩა იპოვეს

იერუსალიმში 2000 წლის წინ აშენებული დაკარგული ქუჩა იპოვეს
იერუსალიმში 2000 წლის წინ აშენებული დაკარგული ქუჩა იპოვეს

იერუსალიმში 2000 წლის წინ პილატე პონტოელის აშენებული, დაკარგული ქუჩა იპოვეს. მისი კვალი, ქრისტეშობიდან 70 წელს იერუსალიმში რომაელთა თავდასხმის შემდეგ გაქრა.

ანტიკური ბილიკი, რომელსაც უფრო ხშირად პილიგრიმები თავიანთ თაყვანსაცემ მთის ტაძართან მისასვლელად იყენებდნენ, პირველად 1894 წელს ბრიტანელმა არქეოლოგმა „დავითის ქალაქის“ გალავნის კედლებთან აღმოაჩინა.

მკვლევარებმა 100-ზე მეტი მონეტა მოსაპირკეთებელი ქვების ქვეშ აღმოაჩინეს, რომელიც ქრისტეშობიდან 31 წლით თარიღდება. აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ქუჩა იუდეის პროვინციის გუბერნატორის პილატე პონტოელის ბრძანებით ააშენეს, რომელიც ყველაზე ცნობილია იმის გამო, რომ ის ქრისტეს განსჯას ხელმძღვანელობდა და მისი ჯვარცმის ბრძანება გასცა.

ექვსწლიანი არქეოლოგიური კვლევის შემდეგ, რომელზეც ისრაელის სიძველეთა ავტორიტეტისა და თელ ავივის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფები მუშაობდნენ, ანტიკური ქუჩის 220 მეტრიანი ბილიკი აღმოაჩინეს. ქუჩა ტაძრის მთის სამხრეთით, სილოამის აუზიდან იწყება, ეს ძეგლები კი იუდაიზმისა და ქრისტიანობის მიმდევრებთათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიწმინდეებია.



ძველ იერუსალიმში მდებარე ტაძრის მთა, ასობით წლის განმავლობაში საკურთხევლის ფუნქციას ასრულებდა. ეს არის ადგილი, სადაც იესომ ბრმა კაცს სოლიამის აუზში განბანვის შემდეგ თვალი აუხილა.

კვლევის თანაავტორმა, არქეოლოგიისა და ისრაელის სიძველეების მცოდნე ექსპერტმა, დოქტორმა დონალდ არელმა განაცხადა: ”მონეტების თარიღის კვლევა ძალიან ზუსტია. ზოგიერთ მათგანზე მოჭრის თარიღიც არის ამოტვიფრული, რაც გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ რომ ქუჩის მშენებლობა სწორედ მაშინ მიდიოდა როცა ეს მონეტები აქტიურ მიმოქცევაში იყო".



600 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიგანის მქონე ქუჩაზე დიდი ზომის ქვის ფილები იყო დაგებული, რომელიც რომაული იმპერიის სტილზე მიუთითებს. მკვლევარების აღმოჩენით, კონსტრუქციების ასაგებად, დაახლოებით 10 000 ტონა კირქვა გამოიყენეს. ქუჩის დიდებული ბუნება გვიჩვენებს, რომ იგი იერუსალიმის ორ მნიშვნელოვან ადგილს ერთმანეთს უკავშირებდა. ამის ძლიერი მტკიცებულებაა ისიც, რომ გზას პილიგრიმები იყენებდნენ.
ქუჩის მოსაპირკეთებელი ქვები ნაგავსაყრელის ფენების ქვეშ იპოვეს. მეცნიერების აზრით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რომალებმა ახ.წ 70 წელს ქალაქი დაიპყრეს. მონეტებთან ერთად, იმავე ადგილზე იარაღები, მათ შორის ისრები და სლინგის ქვები, დამწვარი ხეების ნაშთები და მისი კიდეების გასწვრივ მდებარე შენობები აღმოაჩინეს. მკვლევართა აზრით, შესაძლოა,  პილატემ მშენებლობის განკარგულება ებრაელ მოსახლეობასთან დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად გასცა.

დოქტორ არიელმა დაამატა: „ჩვენ ამას გადაჭრით ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ისტორიული დოკუმენტები ჩვენს მხარესაა“.

კვლევა თელ ავივის უნივერსიტეტის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ჟურნალში გამოქვეყნდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system