თავში

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან დაშავებულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან დაშავებულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან დაშავებულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა

Arab News-ის ცნობით, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან, პალესტინელებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სულ მცირე 200 პალესტინელი და 6 პოლიციელი დაშავდა.

პალესტინის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ იერუსალიმში რამდენიმე გზა გადაკეტა და მოქალაქეებს მეჩეთში შესვლის საშუალება არ მისცა. 

ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში შტურმი 200-მა პოლიციელმა მოაწყო და პალესტინელებს ტერიტორიის დატოვება აიძულა. ძირითადი შეტაკებები ალ-აქსას მეჩეთთან მოხდა.

მას შედეგ, რაც შეკრებილებმა პოლიციელებს ქვები და ბოთლები დაუშინეს, მათ დასაშლელად რეზინის ტყვიები და ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system