თავში

იერუსალიმში ჰოლოკოსტის ხსოვნის ფორუმი გაიმართება

​იერუსალიმში ჰოლოკოსტის ხსოვნის ფორუმი გაიმართება
იერუსალიმში ჰოლოკოსტის ხსოვნის ფორუმი გაიმართება

ისრაელში ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი მიძღვნილ მე-5 მსოფლიო ფორუმში 47 სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება იერუსალიმში 23 იანვარს, ვარშავის გეტოს მოედანზე „იად ვაშემში“ გაიმართება.

ფორუმზე, ისრაელის პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად, სიტყვით მსოფლიო სახელმწიფოების ლიდერებიც გამოვლენ. მათ შორის უელსის პრინცი ჩარლზი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი. ღონისძიებაში ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლაც იგეგმება.

ფორუმში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურეს საქართველოს, სომხეთის, ხორვატიის, ფინეთის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიის, სერბეთის, უკრაინის, ევროსაბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა. მთლიანობაში, ჰოლოკოსტის დროს დაღუპულთა ხსოვნას, 47 სახელმწიფოს ლიდერი და დელეგაცია მიაგებს პატივს.

ფონდის პრეზიდენტის, ვიაჩესლავ მოშე კანტორის განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ლიდერთა კოალიციის შესაქმნელად, რომლის ერთიანი მძლავრი გზავნილი იქნება ნულოვანი ტოლერანტობა ანტისემიტიზმს.

ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების მასობრივი გენოციდი, როდესაც განადგურებულ იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system