თავში

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

ილჰამ ალიევი აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აზერბაიჯანელ ხალხს ნოვრუზის დღესასწაულს ულოცავს. 

როგორც პრეზიდენტის მისალოც წერილშია აღნიშნული, წელს ნოვრუზ ბაირამს აზერბაიჯანელი ხალხი განსაკუთრებული სიხარულით ხვდება. 

"გულითადად გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. 

ნოვრუზ ბაირამი ჩვენი წინაპრების წმინდა მემკვიდრეობაა, რომელიც ბუნების მარადიული წესრიგისადმი პატივისცემას განასახიერებს. ეს არის დღესასწაული, რომელიც გამოხატავს ჩვენს ეროვნულ იდენტობას, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩვენს კულტურულ ფასეულობათა საგანძურში.

წელს, გაზაფხულის ეს დღესაწაული გამორჩეულია. მოხარული ვარ, რომ წლევანდელ დღესასწაულს ჩვენ გამარჯვებით შევხვდით და ეს გამარჯვება სამუდამოდ ოქროს ასოებით არის ჩაწერილი ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. 

გავწმინდეთ ჩვენი ქვეყანა ბოროტი მტრებისგან და აღვადგინეთ სამართლიანობა ჩვენი სისხლის ფასად. ჩვენმა ბრწყინვალე გამარჯვებამ, რომელიც გახდა ჩვენი სულის დაუმარცხებლობის ტრიუმფი, აზერბაიჯანს მარადიული გაზაფხული მოუტანა.

ამ დღესასწაულებზე, როდესაც ჩვენი ხალხი მთელი გულით აღნიშნავს გამარჯვებას, კიდევ ერთხელ ვუსურვებთ ჩვენს გმირებს მშვიდ სასუფეველს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის სანაცვლოდ, წვლილი შეიტანეს ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ღრმა პატივისცემა მათ ხსნოვნას... 

ჩვენ წინ დიდი შემოქმედებითი სამუშაო გველის ოკუპაციისგან განთავისუფლებულ მიწებზე. მე მჯერა, რომ ჩვენ გამოვავლენთ ერთიანობას და სოლიდარობას გაზაფხულის განახლების ატმოსფეროსთან ჰარმონიაში, წარმატებით განვახორციელებთ მშვიდობისა და სიმშვიდის დაბრუნების გრანდიოზულ გეგმას და მოკლე დროში გავაცოცხლებთ მშობლიურ ყარაბაღს.

ყველას გისურვებთ საგაზაფხულო განწყობას. დაე, ამ დღესასწაულმა გამრავლება და კეთილდღეობა მოუტანოს თქვენს ოჯახებსა და კერებს!

გილოცავთ! "- აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოც წერილში. 

ცნობისთვის, ნოვრუზი გაზაფხულის ბუნიობას – დღისა და ღამის გათანაბრებას ემთხვევა. სიტყვა “ნოვრუზი”, ანუ “ნავრუზი” “ახალ დღეს” ნიშნავს. ის პირველად ქრისტეს შობამდე VII საუკუნეში, ახემენიდების მმართველობის პერიოდში მოიხსენიება. ამ დღეს მეფისთვის ყველაზე ძვირფას შესაწირავს იღებდნენ. ტრადიციამ დროთა განმავლობაში სახე იცვალა.

ნოვრუზ ბაირამი - ახალ წელსა და რელიგიურ რამაზან ბაირამთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ნოვრუზი ძირითადად მუსულმანურ ქვეყნებში აღინიშნება, ეს არ არის რელიგიური დღესასწაული, არამედ, გაზაფხულის ბუნიობის დღესასწაული, ბუნების განახლების სიმბოლოა. მიჩნეულია, რომ ამ დღესასწაულის შემდეგ ბუნება გამოფხიზლებას და გამოცოცხლებას იწყებს.

დღესასწაული 20-დან 24 მარტამდე გრძელდება, ხოლო კულმინაციას 21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დროს აღწევს.

2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად შეიტანეს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, ხოლო 2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საერთაშორისო დღედ აღიარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system