თავში

ილჰამ ალიევი: მსურს ვნახო დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს

ილჰამ ალიევი: მსურს ვნახო დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყან
ილჰამ ალიევი: მსურს ვნახო დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს

ამ ომის 40 დღის განმავლობაში მე არაერტხელ მითქვამს, რომ მსურს ვნახო დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ამას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ საქართველოსთან ვაკეთებთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა BBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ნახეთ, რამდენი პროექტი განვახორციელეთ მათთან ერთად, რამდენად მჭიდროა ჩვენი კავშირები. ეს კავშირები ისტორიულ მემკვიდრეობას, პრაგმატიზმს, ინტერესთა ბალანსს ეფუძნება. რატომ არის სომხეთი იზოლირებული? ოკუპაციის გამო. 

თუ თქვენ, მაგალითად, გადახედეთ ჩვენი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების რუკას, ნახავთ, რომ ისინი სომხეთის გვერდის ავლით. ჩვენი რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირების უმოკლესი გზა სომხეთის გავლით გადის და ჩვენ მათ ეს შევთავაზეთ გასული საუკუნის 90-იან წლებში. 

ჩვენ ვთქვით - გავათავისუფლოთ ტერიტორიები, მოდით ავაშენოთ მილსადენი, რომელიც გაივლის სომხეთის ტერიტორიის გავლით ნახიჩევანში, შემდეგ კი თურქეთში გავა, მაშინ ყველა ქვეყნის ინტერესებს გავაერთიანებთ, გარკვეულწილად, რეგიონის ყველა ქვეყანას ერთმანეთზე გავხდით დამოკიდებულს და ეს მშვიდობის გარანტი იქნება. მათ უარით უპასუხეს. 

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მეშვეობით - მათ ამის დადასტურება შეუძლიათ - მე არაერთხელ შევთავაზე ფინანსური დახმარება, სოციალური პროგრამები მთიან ყარაბაღში, ჩვენი ბიუჯეტიდან დაფინანსება, თუ ისინი ტერიტორიებს გაათავისუფლებენ. მათ უარით უპასუხეს. მე შევთავაზე მთიანი ყარაბაღის ავტონომია, უმაღლესი ავტონომია მსოფლიოში. სომხეთმა უარი თქვა. ყველაფერს უარით უპასუხა. ამრიგად, ისინი არიან დამნაშავე იმაში, რაც ახლა ხდება", - განაცხადა ალიევმა. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებებისთვის ჯერ კიდევ არ არის გვიანი, რადგან როდესაც აზერბაიჯანი ყველა სოფელზე დაამყარებს კონტროლს, სალაპარაკო აღარაფერი იქნება.

"თუ ისინი ლოგიკით იხელმძღვანელებენ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, თვითმმართველობის გარკვეულ ფორმებზე ვიმუშაოთ. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. მაგრამ მათ არ უნდა დაარღვიონ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა. მათ უნდა დაეყრდნონ საუკეთესო გამოცდილებას ევროპის ქვეყნებს შორის, როგორიცაა იტალია, შვედეთი და ფინეთი. რატომ უნდა იყოს ეს განსხვავებული? შემდეგ, რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობა იქნება", - განაცხადა ალიევმა.  

ამასთან, ალიევის თქმით, სომხეთში მთავრობა უნდა შეიცვალოს, უნდა მოვიდნენ ლოგიკური ადამიანები, რომლებიც სისხლისღვრასა სამართლის და სამხედრო დანაშაულებებთან არ უნდა იყვნენ დაკავშირებული.

"შემდეგ ვფიქრობ, რომ ერთობლივი ნაბიჯებით შევქმნით თანამშრომლობის ახალ ფორმატს, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებობდა. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვცხოვრობდით", - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system