თავში

ილჰამ ალიევი: საქართველოსთან ურთიერთობა აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სამაგალითო გახდება

ილჰამ ალიევი: საქართველოსთან ურთიერთობა აზერბაიჯანისა და
ილჰამ ალიევი: საქართველოსთან ურთიერთობა აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის სამაგალითო გახდება

ახლა რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს ცალმხრივი პროცესი არ არის, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მას სურს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული გახდეს.

"მსურს, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ღრმად ინტეგრირებული იყოს. მსურს, რომ სტრატეგიული ურთიერთობები, რომელიც ჩვენ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან, გვაქვს, მომავალში, გარკვეულწილად, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნიმუში გახდეს, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა მოდის”, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system