თავში

ილჰამ ალიევმა ზანგილანში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

​ილჰამ ალიევმა ზანგილანში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი
ილჰამ ალიევმა ზანგილანში აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ზანგილანში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.

გარდა ამისა, 26 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაზანგილან-ჰორადიზის საავტომობილო გზას ჩაუყარა საფუძველი.

აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ქვეყნის ლიდერის დავალებით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე რამდენიმე საგზაო პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და წარმატებით გრძელდება.

"ეს პროექტები ძალზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დეოკუპირებული რაიონებისა და სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, ზანგილან-ჰორადიზის საავტომობილო გზა ასევე გამოირჩევა სტრატეგიული მნიშვნელობით. გზის მთლიანი სიგრძეა 124 კილომეტრია და ის 6 სავალი ნაწილისგან შედგება", - წერს მედია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system