
Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება გასულ კვირას 9,9 მილიარდ აშშ დოლარით გაიზარდა.
ჟურნალ Forbes-ის ცნობით, მასკის ქონება თითქმის 10 მილიარდი დოლარით Tesla-ს აქციების ღირებულების ზრდის გამო გაიზარდა და 165,9 მილიარდი დოლარი შეადგინა.
Forbes-ის მილიარდერთა სიაში მასკს მესამე ადგილი უკავია.