თავში

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს
ილონ მასკმა განაცხადა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა, იუმორისტული სატელევიზიო გადაცემის, Saturday Night Live-ის ეთერში განაცხადა, რომ ასპერგერის სინდრომი აქვს. ამის შესახებ გამოცემა Forbes წერს.

ილონ მასკი გასართობი შოუს მოწვეული წამყვანი იყო. მან გადაცემის ჩაწერისას განაცხადა, რომ იგი Saturday Night Live-ის პირველი წამყვანია, რომელსაც ასპერგერის სინდრომი აქვს.

შეესაბამება თუ არა მისი განაცხადი სიმართლეს ამჟამად უცნობია. შესაძლებელია, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მისი განაცხადი უბრალოდ ხუმრობა ყოფილიყო.

ასპერგერის სინდრომი აუტიზმის სპექტრის აშლილობის ერთ-ერთი ფორმაა. ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ მაღალი ინტელექტი და საშუალოზე კარგი ვერბალური (მეტყველებითი) უნარები, სწორედ ეს განასხვავებს ამ მდგომარეობას სპექტრის სხვა ფორმებისგან. ასპერგერის სინდრომი ითვლება აუტიზმის მაღალფუნქციურ ფორმად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system