თავში

ილონ მასკს Tesla-ს ინვესტორი სასამართლოში უჩივის

ილონ მასკს Tesla-ს ინვესტორი სასამართლოში უჩივის
ილონ მასკს Tesla-ს ინვესტორი სასამართლოში უჩივის

ამერიკელ ბიზნესმენ ილონ მასკს  კომპანია "ტესლას" ერთ-ერთი ინვესტორი სასამართლოში უჩივის.  

გავრცელებული ინფორმაციით, ილონ მასკისა და "ტესლას" დირექტორთა საბჭოს წინააღმდეგ სარჩელი 8 მარტს შეიტანეს. 

სარჩელის თანახმად, "მასკის არასათანადო საქციელმა" და "ტესლას" დირექტორთა საბჭოს ქმედებებმა, რაც მარეგულირებლის მოთხოვნების შეუსრულებლობაში გამოიხატებოდა, კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. 

ინვესტორის თქმით, მასკმა არაერთხელ დაარღვია აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და გაცვლის კომისიის ხელშეკრულების პირობები, რომელიც 2018 წელს გაფორმდა. მან აღნიშნა, რომ მარეგულირებლის მიერ დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, Tesla-ს დამფუძნებელმა კომპანიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია Twitter-ზე წინასწარი თანხმობის გარეშე განათავსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system