თავში

ინდაურების ჩხუბის გამო გზა გადაიკეტა - VIDEO

ინდაურების ჩხუბის გამო გზა გადაიკეტა
ინდაურების ჩხუბის გამო გზა გადაიკეტა - VIDEO

აშშ-ის ვერმონტის შტატში, ქალაქ მორგანში ამერიკელი ფოტოგრაფი ჯენიფერ ჰანაქსი მოულოდნელი სანახაობის მომსწრე გახდა. ორმა ინდაურმა საქმის გარჩევა შუა გზაზე გადაწყვიტა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა დროებით შეფერხდა. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

"მე გზაზე მივდიოდი და რომ შემოვუხვიე, ეს ორი ინდაური შუა გზაზე ვნახე. მათ აშკარად ჩხუბი მოუვიდათ", - განუცხადა ჰანაქსმა სააგენტოს.

ფოტოგრაფმა ინდაურების ჩხუბი ვიდეოზე გადაიღო.

საქმის გარჩევის შემდეგ ორი ინდაური მშვიდობით გაფრინდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system