თავში

ინდოეთი მატარებლებს საავადმყოფოებად გადააქცევს

​ინდოეთი მატარებლებს საავადმყოფოებად გადააქცევს
ინდოეთი მატარებლებს საავადმყოფოებად გადააქცევს

ინდოეთში მატარებლები საავადმყოფოებად გადაიქცევა, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მოათავსებენ. ამის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.

მარტის ბოლოდან ინდოეთში სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებულია.

20 ათასამდე ვაგონი ინფექციურ პალატად გარდაიქმნება, სადაც ცალკე კაბინეტი ექიმისა და მედპერსონალისთვის იქნება განკუთვნილი. აქვე განთავსდება მედიკამენტების და აღჭურვილობის საცავი.

თითო ვაგონში 16 პაციენტის განთავსებაა შესაძლებელი. პირველი 5 ათასი ერთეული ორ კვირაში იქნება მზად.

ახალი სარკინიგზო პალატები იმ ადამიანების სამკურნალოდ იქნება განკუთვნილი, რომელთა მდგომარეობა კრიტიკული არ არის. გადაიარაღების შემდეგ ვაგონებს იმ ადგილებში გაგზავნიან, სადაც ისინი ყველაზე მეტადაა საჭირო.

ინდოეთში, ბოლო მონაცემებით, Covid-19-ით ინფიცირების 4314 შემთხვევაა დადასტურებული, 118 პაციენტი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system