თავში

ინდოეთი პორტის განვითარებისთვის 82 მილიარდ დოლარს დახარჯავს

ინდოეთი პორტის განვითარებისთვის 82 მილიარდ დოლარს დახარჯავს
ინდოეთი პორტის განვითარებისთვის 82 მილიარდ დოლარს დახარჯავს

ინდოეთის საზღვაო პორტების განვითარების მიზნით, სულ მცირე, 574 პროექტი, 82 მილიარდი დოლარის ოდენობით, 2035 წლისთვის უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.

"ჩვენ ვამონტაჟებთ მზისა და ქარის ენერგიის სისტემებს ქვეყნის ყველა მნიშვნელოვან პორტში", - განაცხადა მოდიმ და დასძინა, რომ ქვეყანა გააგრძელებს გემთმშენებლობისა და გემების ინდუსტრიის განვითარებას.

მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო ბიზნესს ინდოეთის ეკონომიკის ამ სექტორში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა.

"ინდოეთის გრძელი სანაპირო გელით. ინდოეთის მშრომელი ხალხი გელოდებათ. ჩადეთ ინვესტიცია ჩვენს პორტებში. ჩადეთ ინვესტიცია ჩვენს ხალხში. ინდოეთი გახადე სასურველი სავაჭრო დანიშნულების ადგილი. დაე, ინდოეთის პორტები გახდეს თქვენი სავაჭრო და კომერციული ზონები", - განაცხადა მოდიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system