თავში

ინდოეთიდან აშშ-ში ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა

ინდოეთიდან აშშ-ში ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა
ინდოეთიდან აშშ-ში ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) აფრთხილებს მოსახლეობას არომატული სპრეის გამოყენების შესახებ, რამაც, შესაძლოა, მელიოიდოზით, ეგზოტიკური, მომაკვდინებელი დაავადებით დაინფიცირება გამოიწვიოს, რომელსაც აშშ-ში უკვე რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

CDC-ის განცხადებით, რომ ექიმები ამ ინფექციური დაავადების სიმპტომებში უნდა გაერკვნენ, რადგან მისი დიაგნოსტიკა რთულია.

ოქტომბერში CDC-მ განაცხადა, რომ იძიებს მომაკვდინებელი ინფექციის შემთხვევას ჯორჯიის შტატში. ინფექციის გავრცელება პოპულარულ მაღაზიათა ქსელ Walmart-ში შეძენილ არომატულ სპრეისთან იყო დაკავშირებული. კიდევ სამი შემთხვევა დაფიქსირდა კანზასში, მინესოტასა და ტეხასში. პაციენტი კანზასში ასევე გარდაიცვალა.

თავდაპირველად ინფექციამ ექიმები დააბნია, რადგან მელიოიდოზი ტროპიკული დაავადებაა და ჩვეულებრივ, საკავშირებულია მოგზაურობასთან, ხოლო ინფიცირებულთაგან არცერთს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ არ უმოგზაურია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ინფიცირებასთან დაკავშირებულია ატომატული სპრეი Better Homes სპრეი ლავანდის და გვირილის ეთერზეთით, რომელიც ინდოეთშია დამზადებული.

CDC-ის ცნობით, სპრეი ქვეყნის მასშტაბით Walmart-ის მაღაზიებში 2021 წლის თებერვლიდან 21 ოქტომბრამდე გაიყიდა.

CDC-მ მოსახლეობას მოუწოდა, ამ ბრენდის სპრეის გამოყენება შეწყვიტონ და შეძენილი ნივთი მაღაზიაში დააბრუნონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system