თავში

ინდოეთის პოლიციამ უარყო გოგონას გაუპატიურება, რომლის გარდაცვალებამაც პროტესტი გამოიწვია

ინდოეთის პოლიციამ უარყო გოგონას გაუპატიურება, რომლის გარდაც
ინდოეთის პოლიციამ უარყო გოგონას გაუპატიურება, რომლის გარდაცვალებამაც პროტესტი გამოიწვია

ინდოეთში, 19 წლის გოგონას გაუპატიურებისა და გარდაცვალების გამო ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. თუმცა პოლიციელებმა, რომლებიც ამ საქმეს იძიებდნენ, განაცხადეს, რომ ექსპერტიზის პასუხის მიხედვით გოგონა არ გაუპატიურებიათ. მაგრამ 4 ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია. ამის შესახებ CNN წერს.

19 წლის გოგონა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც მას 4 მამაკაცი თავს დაესხა.

თავდაპირველად ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ გოგონა საკუთარ სახლთან მინდორში გააუპატიურეს და დაახრჩვეს.

"ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ დადგინდა, რომ 19 წლის გოგონა გაუპატიურებული არ იყო. გოგონა კისრის არეში დაზიანების გამო გარდაიცვალა", - განაცხადეს ინდოეთის პოლიციაში.

დელის ქალთა კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაზარალებულის ცხედარი ოჯახის თანხმობის გარეშე დაწვეს, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება უარყოფს.

"იგი ოჯახის თანხმობის შემდეგ დაწვეს. მისი ოჯახის წევრები იქ იმყოფებოდნენ. ამ ბრალდების გამოთქმა აბსოლუტურად არასწორია", - დასძინა რაიონის გამომძიებელმა.

მწვავე კრიტიკის წინაშე მყოფი სახელმწიფო ოჯახსა და აქციის მონაწილეებს საქმის სწრაფ გამოძიებას დაჰპირდა და განაცხადა, რომ მთავრობა ოთხივე ბრალდებულის სასამართლო პროცესს დააჩქარებს.

გოგონას გარდაცვალებამ პროტესტი გამოიწვია დიდ ქალაქებშიც, ახალ დელიში, მუმბაისა და კოლხატში. ასობით გაბრაზებული დემონსტრანტი ბანერებით გადაადგილდებოდა ინდოეთის ქუჩებში და მაღალი ხმით ყვიროდა. ზოგიერთი დემონსტრანტი დელის საავადმყოფოსთან შეიკრიბა, სადაც ის გარდაიცვალა. მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა ინდოეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დააკავეს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, Human Rights Watch-სა და Amnesty International-ის განცხადებით თანახმად, დელიში მცხოვრები ქალები ძალადობისა და დისკრიმინაციისგან განსაკუთრებით დაუცველნი არიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system