თავში

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ტვიტერი დაჰაკეს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ტვიტერი დაჰაკეს
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ტვიტერი დაჰაკეს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარენდრა მოდის პერსონალური ტვიტერის ანგარიში დაჰაკეს და მასზე ცრუ შინაარსის მქონე ტვიტი გამოაქვეყნეს. დილის პერიოდში პრემიერ-მინისტრის გვერდზე @narendramodi  გამოჩნდა განცხადება ტექსტით:

"ხელისუფლებამ 500 BTC (ბიტკოინი) შეიძინა და მის გადანაწილებას ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გეგმავს".

ტექსტს მოყვებოდა ვებ-გვერდის ბმული, ბიტკოინის მიღების მსურველებისთვის იყო განკუთვნილი. შესაბამისმა სამსახურებმა ვებ-გვერდი მალევე დაბლოკეს. 

მსგავსი ინციდენტი 2020 წელსაც მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრის არაოფიციალურმა ანგარიშმა გაავრცელა გამოკითხვა კრიპტოვალუტის შეძენისა და კრიპტო-დონაციის შესახებ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system