თავში

ინდოეთმა "რემდესივირის" ექსპორტი აკრძალა

ინდოეთმა "რემდესივირის" ექსპორტი აკრძალა
ინდოეთმა რემდესივირის ექსპორტი აკრძალა

ინდოეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი "რემდესივირის" და მისი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ინდოეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეპარატზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში რეკორდულად გაიზარდა. "რემდესივირის" ექსპორტზე აკრძალვა იმ დრომდე დარჩება ძალაში, სანამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება.

პრეპარატ "რემდესივირის" ოფიციალური მწარმოებლის Gilead Sciences-ისგან, პრეპარატის დამზადების ლიცენზიას 7 ინდური კომპანია ფლობს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები გადადგა, რათა ქვეყნის შიგნით "რემდესვირზე" მარტივი წვდომა უზრუნველყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system