თავში

ინდოეთმა "შავი ობის" ეპიდემია უნდა გამოაცხადოს - ჯანდაცვის მინისტრი

​ინდოეთმა "შავი ობის" ეპიდემია უნდა გამოაცხადოს - ჯანდაცვის მინისტრი
ინდოეთმა შავი ობის ეპიდემია უნდა გამოაცხადოს - ჯანდაცვის მინისტრი

ინდოეთმა "შავი ობის" ეპიდემია ქვეყნის 29 შტატში უნდა გამოაცხადოს, - ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლავ აგარვალმა განაცხადა.

ინდოეთში კორონავირუსის პარალელურად ახალი ეპიდემია - მუკორმიკოზი გავრცელდა, რომელიც "შავი ობის" სახელით უფრო არის ცნობილი. /მუკორმიკოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სოკოს ოჯახის ნაირსახეობა იწვევს. ინფექცია ცხვირისა და სახის სხვა არეში წყლულებს აჩენს, რომლიც ნეკროზდება და ტკივილები და ციება ახლავს თან.

დაავადება უკვე 100-მდე ადამიანს გამოუვლინდა. მათთვის საავადმყოფოში სპეციალური განყოფილებაა გამოყოფილი. ინფიცირებულთა უმეტესობა ქალაქ ჯაიპურიდანაა.

ე.წ. "შავი ობის" აფეთქება მაისის დასაწყისში დაფიქსირდა. დაავადებულთა უმეტესობას კორონავირუსი აქვს გადატანილი და ახლახან გამოჯანმრთელდნენ. პაციენტების ნაწილი, ახალი ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა. "შავი ობის" ინფექცია გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში, თუმცა ინდოეთში მისი კონცენტრაცია მაღალია კლიმატური პირობების - მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო.

ჯერ კიდევ პანდემიამდე ინდოეთში მუკორმიკოზი სხვა ქვეყნებზე მეტად იყო გავრცელებული. ძირითადად ამის მიზეზი ისაა, რომ აქ ბევრ ადამიანს დიაბეტი აქვს. ამჟამად ქვეყანაში მუკომიკოზის შემთხვევები COVID-19–ით ინფიცირებულ პაციენტებში გახშირდა. ინდური მედია იუწყება, რომ მუკორმიკოზის შემთხვევების რიცხვი მაჰარაშტრას შტატსა და მის დედაქალაქ მუმბაიში, გუჯარატის შტატსა და კიდევ რამდენიმე რეგიონში იზრდება.

მუკორმიკოზის შემთხვევების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ექიმები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ კლინიკაში ზრდა გაორმაგებულია და არის სიკვდილიანობა.

მუკორმიკოზი ყველაზე ხშირად ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, დიაბეტიან პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებებში იმყოფებიან და მათში, ვინც სტეროიდების დიდ დოზებს იღებს. დაბალი იმუნიტეტის გამო, ჰაერში არსებულმა სოკოებმა, შესაძლოა, დააინფიციროს სინუსები, მოხვდეს თვალებში და ტვინშიც კი, რამაც, შესაძლოა, ფატალური შედეგები გამოიწვიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system