თავში

ინდოეთმა შიდა ფრენები განაახლა

ინდოეთმა შიდა ფრენები განაახლა
ინდოეთმა შიდა ფრენები განაახლა

ინდოეთმა დღეიდან შიდა ფრენები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაახლა. გამონაკლისს მხოლოდ ანდჰარა პრადეში და სამხრეთ ბენგალი წარმოადგენს. ამ რეგიონებთან საჰაერო მიმოსვლა სამშაბათსა  და ხუთშაბათს აღდგება.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰაედიფ სინგხ პურის განცხადებით ავიარეისები, ჯერჯერობით, მხოლოდ 24 აგვისტომდე შესრულდება.

თვითმფრინავის ბორტზე მხოლოდ უსიმპტომო მგზავრები დაიშვებიან. მათ ნიღბები უნდა ეკეთოთ და თან ჰქონდეთ სადეზინფექციო საშუალება. აეროპორტში გაფრენამდე 2 საათით ადრე უნდა გამოცხადდნენ, მანამადე კი ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ, რადგან რეგისტრაცია აეროპორტში აღარ ჩატარდება.

მგზავრებმა ასევე დეკლარაციის ფორმა უნდა შეავსონ და ტელეფონში ჩამოტვირთული ჰქონდეთ კორონავირუსის კონტაქტების დამდგენი სახელმწიფო აპლიკაცია Aarogya Setu.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system