თავში

ინდოეთს მილიარდობით კალია შეესია - VIDEO - PHOTO

ინდოეთს მილიარდობით კალია შეესია
ინდოეთს მილიარდობით კალია შეესია - VIDEO - PHOTO

ინდოეთის მოსახლეობა კორონავირუსის პანდემიის ფონზე ახალი პრობლემის წინაშე დადგა. ქვეყანას კალიების არნახული შემოსევა აქვს. ბოლო 27 წლის მანძილზე ინდოეთში მსგავსი არაფერი უნახავთ. ქვეყნის დედაქალაქი და სხვა რეგიონები მილიარდი და ტრილიონი რაოდენობის კალიებით გაივსო. მიწა, სახლის სახურავები და ცა დაფარულია მწერებით. ხალხი თავდასაცავად გარბის და თავშესაფარს ეძებს.

კალიები ინდოეთის ისეთ შტატებში გამოჩნდა, სადაც ისინი ადრე არ შეინიშნებოდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ივნისში ვითარება კიდევ უფრო გართულდება, როცა კალიების ახალი ნაკადი ინდოეთში პაკისტანიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან შევა.

კალიამ უკვე გაანადგურა სასოფლო -სამურნეო კულტურები, რაც კიდევ უფრო დიდი დარტყმაა კორონავირუსითა და წყალდიდობით დაზარალებული ინდოეთისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system