თავში

ინდოეთსა და შრი-ლანკაზე წყალდიდობას 41 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთსა და შრი-ლანკაზე წყალდიდობას 41 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთსა და შრი-ლანკაზე წყალდიდობას 41 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთით, ტამილის შტატში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობამ 16 ადამიანი იმსხვერპლა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ათასობით ადამიანი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანაილი.

დატბორილია შტატის დედაქალაქი ჩენაი. ადგილობრივი სამაშველო და სახანძრო სამსახურები იქ ამოტუმბვით სამუშაოებს ასრულებენ. ქალაქსა და მის მიმდებარე რეგიონებში გაჩერებულია სამსახურები და დახურულია სასწავლო დაწესებულებები.

ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა კუნძულ შრი-ლანკაზეც, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე 25 ადამიანია დაღუპული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system