თავში

ინდოეთში 70 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ინდოეთში 70 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა
ინდოეთში 70 წლის ქალს პირველი შვილი შეეძინა

ინდოელ ქალს, რომლებიც დაფეხმძიმებას 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა, შვილი 70 წლის ასაკში შეეძინა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა Loop იუწყება.

ცოლ-ქმარს ვაჟი ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) შედეგად შეეძინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლის ჯივუნბენ რაბარი და მისი 75 წლის ქმარი, მალდჰარი, დაახლოებით 45 წელია დაქორწინებულები არიან. მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ბავშვის გაჩენას უშედეგოდ ცდილობდნენ.

”როდესაც ისინი პირველად მოვიდნენ ჩვენთან, ჩვენ ვთქვით, რომ მათ არ შეეძლოთ ამ ასაკში ბავშვის ყოლა. მაგრამ ისინი ძალიან მტკიცედ იდგნენ. მათ თქვეს, რომ მათი ოჯახის ბევრმა წევრმა ეს გააკეთა ეს. ეს არის ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევა, რაც მე ოდესმე მინახავს!" - აღიარა დოქტორმა ნარეშ ბჰანუშალმა.

მისი თქმით, დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system