თავში

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

ინდოეთში, კერალას შტატში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდაცვლილთა შორის ორი თვითმფრინავის პილოტია. ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. 

Air India Express-ის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე 191 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის 10 მცირეწლოვანი ბავშვია. 46 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან ქალაქ კალიკუტის მიმართულებით ასრულებდა, აეროპორტში დაშვებისას საფრენი ბილიკიდან მოსრიალდა და ორ ნაწილად გადატყდა. წინასწარი ინფორმაციით ავიაკატასტროფის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system