
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად - 69 878-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 975 701-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2 222 577-ს შეადგენს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსს 697 330 ადამიანი მკურნალობს.
ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 55 794 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 945 გასული 24 საათის განმავლობაში.