თავში

ინდოეთში დემონსტრანტ ფერმერებს COVID-19-ის წინააღმდეგ აცრიან

​ინდოეთში დემონსტრანტ ფერმერებს COVID-19-ის წინააღმდეგ აცრიან
ინდოეთში დემონსტრანტ ფერმერებს COVID-19-ის წინააღმდეგ აცრიან

ინდოეთში ფერმერებს, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Hindustan Times ავრცელებს.

შტატ ჰარიანას ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დელისთან საზღვარზე დემონსტრანტ ფერმერებს კორონავირუსზე ტესტებს ჩაუტარებენ. ამასთან, იგეგმება მათი ვაქცინაციაც, რადგან უკვე რამდენიმე თვეა ისინი ქუჩაში რჩებიან.

ბოლო დღეებში ჯარიანას შტატში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. დღეში აქ 6000-7000 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

ამასთან, თავად ფერმერები აცხადებენ, რომ მთავრობა COVID-19 საპროტესტო აქციების დასაშლელად იყენებს, ამიტომ მომხრეებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, დელის შემოგარენში ათასობით ფერმერს კარვები აქვს გაშლილი. ისინი მთავრობისგან სამი სადავო კანონის გაუქმებას ითხოვენ. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც ფერმერები არ ეთანხმებიან, გლეხებს სოფლის მეურნეობის პროდუქტების კომერციულ ბაზარზე გატანას ავალდებულებს. ფერმერები შიშობენ, რომ ეს მათ სახელმწიფოს მხრიდან პროდუქტის შესყიდვის მინიმალურ გარანტირებულ თანხას დააკარგვინებს, კომერციული ბაზარი კი გადამყიდველებს ახეირებს. პროტესტი 2020 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს, ვინაიდან საპროტესტო აქციების მონაწილეები და ხელისუფლება შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system