თავში

ინდოეთში "დრაკონის ხილს" სახელი შეუცვალეს - PHOTO

ინდოეთში "დრაკონის ხილს" სახელი შეუცვალეს
ინდოეთში დრაკონის ხილს სახელი შეუცვალეს - PHOTO

ინდოეთის გუჯარათის შტატის ხელმძღვანელობამ "დრაკონის ხილისთვის" სახელის შეცვლის თაობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. "დრაკონის ხილს" სახელი "კამალამი" შეცვლის. ცვლილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ თავდაპირველი სახელი ჩინური წარმოშობისაა და ის არასწორია, რადგან ფერად ხილს ლოტოსის ყვავილის ფორმა აქვს. სანსკრიტის ენაზე "კამალამი" ლოტოსს ნიშნავს.

"დრაკონის ხილი" კაქტუსის ფორმით იზრდება და მისი ყვავილი ხოლოდ ღამით იშლება. ხილის სამშობლო მექსიკა და ცენტრალურ ამერიკაა, თუმცა დღეს ის ყველგან მოჰყავთ. მის ყველაზე გავრცელებული სახეობას თეთრი ფაფისებრი გული აქვს შიგ წვრილი შავი თესლებით. ინდოეთი დღეს "დრაკონის ხილის" ანუ "კამალამის" ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებლები არიან.

ექიმების განცხადებით "დრაკონის ხილი" ვიტამინებითა სავსეა და ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის.

კვლევების თანახმად "დრაკონის ხილი" შეიცავს უჯრედისსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აძლიერებენ სისხლში რკინის შემცველობას, ამაღლებენ იმუნიტეტს. ხილი ასევე შეიცავს კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის აუცილებელ პრობიოტიკებს. როგორც წითელი, ისე თეთრი "დრაკონის ხილი" ამცირებს ინსულტის რისკებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system