თავში

ინდოეთში ელვის დარტყმას 18 სპილო ემსხვერპლა

ინდოეთში ელვის დარტყმას 18 სპილო ემსხვერპლა
ინდოეთში ელვის დარტყმას 18 სპილო ემსხვერპლა

ინდოეთში ასამის შტატის ტყეში ელვის დარტყმის შედეგად 18 სპილო დაიხოცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელსაც ასამის ველური ბუნების დაცვა ევალება, განაცხადა, რომ ეს 12 მაისს მთიან ადგილას, დაცულ ტყესთან ახლოს მოხდა.

18 დახოცილი სპილო ადგილობრივმა მოსახლეობამ ორ სხვადასხვა ადგილას იპოვა. აღინიშნა, რომ ასამში ასეთი შემთხვევა ბოლოს 20 წლის წინ მოხდა.

როგორც ცნობილია, ინდოეთში 27 ათასზე მეტი აზიური სპილო ცხოვრობს, აქედან 21% ასამის შტატშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system