თავში

ინდოეთში ღამურებში კორონავირუსის კიდევ ერთი ტიპი აღმოაჩინეს

ინდოეთში ღამურებში კორონავირუსის კიდევ ერთი ტიპი აღმოაჩინეს
ინდოეთში ღამურებში კორონავირუსის კიდევ ერთი ტიპი აღმოაჩინეს

ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭოს (ICMR) მეცნიერებმა მიმდინარე COVID-19-ის პანდემიის ფონზე, ქვეყანაში მცხოვრებ ღამურებში  კორონავირუსის კიდევ ერთი სახეობა აღმოაჩინეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნიბია, საშიშია თუ არა ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ India Today წერს. 

"ჯერჯერობით, არ არსებობს ცალსახა მტკიცებულება იმისა, რომ მას შეუძლია ადამიანებში დაავადებების პროვოცირება. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს კორონავირუსი არანაირად არ არის დაკავშირებული SARS-CoV2 ვირუსთან, რამაც გამოიწვია მიმდინარე პანდემია”, - განაცხადა, ინდოეთის ვირუსოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის დოქტორმა. 

მისი თქმით, 2018 და 2019 წლებში ამავე სახეობის ღამურებში აღმოაჩინეს ვირუსი ნიპაჰი, რომელიც ინფიცირებულთა 70 პროცენტს კლავს.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კოროვირუსული ინფექცია, COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში 184 მილიონზე მეტი ინფექციის შემთხვევაა დაფიქსირებული, 117 ათასზე მეტი გარდაიცვალების ფაქტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system