თავში

ინდოეთში კარანტინი მკაცრდება და ვაქცინაცია ჩქარდება

​ინდოეთში კარანტინი მკაცრდება და ვაქცინაცია ჩქარდება
ინდოეთში კარანტინი მკაცრდება და ვაქცინაცია ჩქარდება

ინდოეთის ხელისუფლებამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა ყველა ფრონტზე გააძლიერა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას DW ავრცელებს.

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების შესაჩერებლად 3 იანვრიდან ქვეყანაში 15-18 წლის მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციის ცენტრები სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნა. მოზარდებს ადგილობრივი Covaxin-ით ცრიან, რადგან ეს არის ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფში გადაუდებელი გამოყენებისთვის არის დამტკიცებული.

ამ დროისთვის ინდოეთში 450 000-ზე მეტი მოზარდი ვაქცინის პირველი დოზით აიცრა. UNICEF-ის მონაცემებით, ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მეტი მოზარდი ცხოვრობს - დაახლოებით 253 მილიონი. აქედან 74 მილიონი 15-18 ასაკობრივ ჯგუფს ეკუთვნის.

გარდა ამისა, მომავალი კვირიდან ქვეყანაში მედიკოსებისა და თანმდევი დაავადებების მქონე 60 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის ე.წ. ბუსტერული ვაქცინაცია დაწესდება.

ასევე, ინდოეთის უდიდეს ქალაქებში საკარანტინო შეზღუდვები გამკაცრდა. მაგალითად, ნიუ-დელისა და ბანგალორში 22:00 საათიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა. მუმბაიში საღამოს 9:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე ოთხზე მეტი ადამიანის საჯარო შეკრება აიკრძალა და ქორწილებში სტუმრების რაოდენობა 50-მდე შემცირდა.

ბოლო დღე-ღამეში ინდოეთში კორონავირუსის 33 750 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. "ომიკრონის" გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 1700-ს აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system