თავში

ინდოეთში ქმარმა ცოლი სმარტფონისა და ვაშხმის ფასად გაყიდა

​ინდოეთში ქმარმა ცოლი სმარტფონისა და ვაშხმის ფასად გაყიდა
ინდოეთში ქმარმა ცოლი სმარტფონისა და ვაშხმის ფასად გაყიდა

ინდოეთის პოლიციამ 17 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც ცოლი გაყიდა., ინფორმაციას Hindustan Times ავრცელებს.

წყვილი ივლისში დაფიქსირდა და რაჯასტანის შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ბრალდებულს აგურის ქარხანაში უნდა ემუშავა.

რამდენიმე დღეში მან 26 წლის ცოლი 55 წლის მამაკაცს მიჰყიდა, რაშიც 180 ათასი რუპია მიიღო. ფულით მამაკაცმა ახალი სმარტფონი იყიდა და რესტორანში ივახშმა.

მშობლიურ სოფელში დაბრუნებულმა ცოლის ოჯახს განუცხადა, რომ მეუღლემ ის მიატოვა. ქალის ნათესავებმა მას არ დაუჯერეს და პოლიცია გამოიძახეს.

"ჩვენ ის დავკითხეთ და დავადგინეთ, რომ მან ცოლი გაყიდა. ჩვენი ჯგუფი რაჯასტანში ჩავიდა და ქალი იპოვა. ადგილობრივი მოსახლეობა მას არ გვატანდა და აცხადებდა, რომ ქალი 180 ათას რუპიად იყიდეს. ქალი სახლში დიდი ძალისხმევის შემდეგ დავაბრუნეთ", - აღნიშნეს პოლიციაში.

არასრულწლოვანი ყოფილი ქმარი სასამართლოს წინაშე უკვე წარსდგა და სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გადავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system