თავში

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს

​ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს
ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4 მილიონს აჭარბებს

ინდოეთში ახალი ტიპის კორონავირუსი ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე 4,023,179 ადამიანს დაუდასტურდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ  83,341 პირი დაინფიცირდა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებას 1,096 პაციენტი ემსხვერპლა, რითაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 69,749-მდე გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსისგან 3,112,669 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში ინფექციის 851,921 აქტიური შემთხვევაა.

ინფექციების საერთო რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ–ისა (6 მილიონზე მეტი) და ბრაზილიის (4 მილიონზე მეტი) შემდეგ. ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე რეგიონებია მაჰარაშტრას, ანდრა პრადეშის, კარნატაკასა და ტამილ ნადუს შტატები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system