თავში

ინდოეთში მშობლებმა ცოცხალი ახალშობილი დამარხეს

​ინდოეთში მშობლებმა ცოცხალი ახალშობილი დამარხეს
ინდოეთში მშობლებმა ცოცხალი ახალშობილი დამარხეს

ინდოეთის შტატ გუჯარატში მშობლებმა შეცდომით ცოცხალი ახალშობილი დამარხეს.

გოგონა დაგეგმილზე 2-თვენახევრით ადრე გაჩნდა. კლინიკაში, სადაც ჩვილი დაიბადა, რეანიმაციული განყოფილება არ იყო, ამიტომ მედიკოსებმა 22 წლის მამას და 20 წლის დედას ბავშვის კერძო კლინიკაში გადაყვანა ურჩიეს.

მშობლების თქმით, გზაში ბავშვმა მოძრაობა შეწყვიტა და მათ იფიქრეს, რომ გოგონა გარდაიცვალა. ჩვილი დამარხეს. მეორე დღეს კი გამვლელმა ახალშობილის ტირილი გაიგო და ბავშვი ამოთხარა.

გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჩვენ არ ვიცოდით, ვინ დამარხა ის. ბავშვი ცოცხალი იყო და სუნთქავდა. ის ძალიან პატარა იყო", - ამბობს თვითმხილველი.

ბავშვის წონა 850 გრამი იყო.

ექიმების მცდელობის მიუხედავად, 30 დღეში ახალშობილი გარდაიცვალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system